მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ გადავიდა ფიგუ “ბარსელონადან” “რეალში”?

რატომ გადავიდა ფიგუ “ბარსელონადან” “რეალში”?

“ბარსელონასა” და “რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა, ლუიშ ფიგუმ, რომელსაც, მადრიდულ გუნდში გადასვლის გამო, კატალონიაში მოღალატედ მოიხსენიებენ, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ტრანსფერზე ისაუბრა.

“როცა მოთამაშე გრძნობს, რომ გუნდის წარმატებაში შეტანილი წვლილის მიუხედავად, მას ხელმძღვანელობა არ აფასებს, წასვლაზე ფიქრდება, თუ, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი შემოთავაზება აქვს. სწორედ ეს მოხდა ჩემ შემთხვევაში.

საუბარია ხელმძღვანელობაზე და არა გულშემატკივრებზე. “რეალში” ტრანსფერზე გავლენა მხოლოდ ფინანსურ საკითხებს არ მოუხდენია. გარკვეულ მომენტში ვიგრძენი, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა.”-ამბობს ფიგუ AS-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში