მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ბასკური “ატლეტიკის” დამარცხების (3-0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ლუის ენრიკემ, პირველ რიგში, აღნიშნა როტაციების მიზეზი: “იმისათვის, რომ ყველა ჩემპიონატზე ტიტულისთვის ვიბრძოდეთ, საჭიროა მთელი გუნდის გამოყენება და კონკურენცია.”

მან დაამატა: “დღეს, იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც მიმდინარე სეზონში ნაკლებად მიიღეს სათამაშო დრო, უმაღლეს დონეზე ითამაშეს. ჩვენ კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ და ასევე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა დაისვენეს კიდეც.”

მიუხედავად დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, ლუის ენრიკემ აღიარა, რომ: “არასოდეს არაა ადვილი “ატლეტიკთან” თამაში. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება “სან მამესზე” თუ “კამპ ნოუზე”. როცა ჩვენ ბურთს ვფლობთ, ისინი ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ გვაყენებენ.”

ლუის ენრიკემ მცირე კომენტარი გააკეთა ალკასერის სადებიუტო გოლზე ლა ლიგაში: “მოხარული ვარ ალკასერის თამაშით. მან კარგი გოლი გაიტანა: კარგად შეასრულა და ის გუნდს დაეხმარა.”

მთავარმა მწვრთნელმა პიკეს შეცვლაზეც გააკეთა კომენტარი: “პიკე იმიტომ შევცვალეთ, რომ მას მცირე ტრავმა ჰქონდა. ჩვენ კი, არ გავრისკეთ. რაფინია? მას წარბი ცუდად აქვს დაზიანებული. ვიმედოვნებ, რომ ისინი მომავალ ვარჯიშებზე მიიღებენ მონაწილეობას.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • KoCheQsa
    schedule 05 თებ 2017, 20:58

    ეგრე რა ლუჩო

  • barseloneli
    schedule 05 თებ 2017, 13:32

    Dges universalze ra tamashebs ushveben?

  • turaaaaaa
    schedule 05 თებ 2017, 12:34

    klopis gqncxadeba რაც შეეხება
    ჩემპიონთა ლიგა დაივიწყეთ ის ! იქ ისეთი
    გუნდები გამოდიან რო ჩვენი დღევანდელი
    თამაშით მათ ვერაფერს დავაკლებთ !… ..shegvizlia zafxulshi klcouze vichalichot ki gaaxangzliva magram datreva kide shasazlebelia

  • nika 54
    schedule 05 თებ 2017, 11:54


    Матч чемпионата Испании между «Реалом» и «Сельтой» перенесен из-за обрушения крыши стадиона в Виго.
    Матч 21-го тура Ла Лиги «Сельта» – «Реал», намеченный на воскресенье, отложен на неизвестный срок из-за непогоды.
    Штормовые ветры, обрушившиеся на Виго, привели к обрушению части крыши на стадионе «Балаидос», после чего мэр города Абель Кабальеро объявил об отмене игры.

  • ini888
    schedule 05 თებ 2017, 11:33

    Goallll .ge gadaido dawera

  • თოკაა
    schedule 05 თებ 2017, 11:25

    ციტატა: LashaBarca

    ციტატა: თოკაა
    რეალის თამაშზე რამე ისმის? გადაიდო ნეტა? ჩვენთვის კაი თუ გადაიდო


    Eg mec mainteresebs. Rato gadades?


    შტორმი იყო ვიგოში და სტადიონს სახურავი ახადა და მგონი გადაიდო

  • თოკაა
    schedule 05 თებ 2017, 11:17

    რეალის თამაშზე რამე ისმის? გადაიდო ნეტა? ჩვენთვის კაი თუ გადაიდო