მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” მარკინიოსი უნდა

“ბარსელონას” მარკინიოსი უნდა

“ბარსელონა” “პარი სენ ჟერმენის” ცენტრალური მცველით, მარკინიოსით, რომელსაც კატალონიური კლუბი ადრეც აკვირდებოდა, ისევ ინტერესდება. ამ ინფორმაციას მადრიდული AS ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “ბარსელონა” 22 წლის ბრაზილიელის შეძენას მაინც შეეცდება, მიუხედავად იმისა, რომ მან ცოტა ხნის წინ პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. კატალონიური კლუბის წარმომადგენლები პსჟ-სთან მოლაპარაკებების დაწყებას ამ წელს გეგმავენ.

მარკინიოსმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 22 მატჩიდან მონაწილეობა 17-ში მიიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში