“ბარსელონას” ყოფილი მარცხენა მცველი მაქსველი, რომელიც ამჟამად “პარი სენ ჟერმენში” თამაშობს, კატალონიური გუნდის ვარსკვლავს, ლიონელ მესის აქებს.
“მესი სხვებისგან განსხვავდება. ის უნიკალურია. ის მხოლოდ განსაკუთრებული ფეხბურთელი არაა. მან, როგორც ადამიანმა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მისმა თავმდაბლობამ, ამდენი პროფესიონალური წარმატებით, ჩემზე იმოქმედა. ის ძალიან უბრალო ადამიანია, მიუხედავად ყველაფრისა, რასაც მიაღწია”, – აცხადებს მაქსველი.
შეგახსენებთ, რომ მაქსველისა და მესის გუნდები, შესაბამისად, პსჟ და “ბარსელონა” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დაუპირისპირდებიან.



