მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კემპესი: “მარადონა თავს ღმერთს უწოდებს? ახლა მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს”

კემპესი: “მარადონა თავს ღმერთს უწოდებს? ახლა მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს”

1978 წლის არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონმა, მარიო კემპესმა თავის ლეგენდარულ თანამემამულეებზე ისაუბრა.

“მარადონა იყო მარადონა, ჩვენ ამას არ განვიხილავთ, რადგან ახლა ის უკვე აღარ თამაშობს. მესი ასევე მუშაობს და გვაბედნიერებს. თუ ეცდებით შეადაროთ ის, თუ რას აკეთებდა დიეგო იმასთან, თუ რას აკეთებს მესი ახლა, მაშინ არაფერი გამოვა – ეს შეუდარებელია.

ზოგი ადამიანი ამბობს, რომ მესის მსოფლიოს თასი აკლია. არა! რატომ? დი სტეფანოსა და სხვა ბევრ ფეხბურთელს ასევე არ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი. ეს სისულელეა. არსებობს რწმენა, რომ დიეგო – ღმერთია. მაგრამ დღეს მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს.” – განაცხადა კემპესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში