“ბაიერნის” ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა კატალონიის “ბარსელონას” გამო, ლონდონის “ჩელსისთან” ტრანსფერის თაობაზე დაწყებული მოლაპარაკების გაჭიანურება გადაწყვიტა.
Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩილელი ნახევარმცველი მოიცდის იქამდე, სანამ “ბარსელონა” ლუის ენრიკეს კონტრაქტის საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტს. იმ შემთხვევაში თუ ესპანელი სპეციალისტის ადგილს, ხორხე სამპაოლი დაიკავებს, რომელიც 29 წლის ფეხბურთელის გულშემატკივარია, ვიდალისთვის “ბლაუგრანა” პრიორიტეტული ვარიანტი გახდება.


