მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არბიტრების უხეშმა შეცდომამ “ბეტისი” გადაარჩინა

არბიტრების უხეშმა შეცდომამ “ბეტისი” გადაარჩინა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის მატჩში, ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და “ბეტისი” დაუპირისპირდნენ. “ბენიტო ვილიამარინზე” გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

დღეს მოხდა ის, რაც მიმდინარე სეზონის მსვლელობის დროს არაერთხელ ვიხილეთ. უხეში შეცდომა “ბარსელონას” მეტოქის სასარგებლოდ!

მატჩის 77-ე წუთზე “ბარსელონას” ფეხბურთელებმა წესების სრული დაცვით “ბეტისის” კარი აიღეს, მაგრამ მთავარმა არბიტრმა გოლი არ ჩათვალა და ამით კატალონიურ კლუბს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა.

ლა ლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში “ლურჯ-ბროწეულისფრებს” 42 ქულა აქვთ. სავარაუდოდ, სხვაობა მოწინავე კლუბებსა და “ბარსელონას” შორის გაიზრდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში