მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი ენრიკეს ხელმძღვანელობით უფრო მეტ ასისტს აკეთებს, ვიდრე ოდესმე

მესი ენრიკეს ხელმძღვანელობით უფრო მეტ ასისტს აკეთებს, ვიდრე ოდესმე

ლიონელ მესი უფრო და უფრო უმატებს. ის არათუ იტანს, არამედ ქმნის გოლებსაც. მისი კრეატივი ყოველგვარ საზღვრებს ცდება. ყველა ამჩნევს, რომ მესი სიღრმისკენ იწევს და ცდილობს, რომ გაანაწილოს პასები. რა თქმა უნდა, მას ეს შესანიშნავად გამოსდის.

მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკე მოვიდა “ბარსელონას” მწვრთნელად, მესი საკმაოდ ბევრ ასისტს აკეთებს. სტიტისტიკის მიხედვით, არგენტინელი ყოველ მეორე თამაშში აკეთებს ასისტს. კონკრეტულად, ყოველ 169 წუთში. არც რაიკაარდს, არც მარტინოს, არც ვილანოვას და არც გვარდიოლას ხელმძღვანელობით, მესის ასეთი მაჩვენებელი არ ჰქონია.

გვარდიოლას დროს, მესი ყოველ 189 წუთში აკეთებდა ასისტს, ანუ მის მიერ ჩატარებულ 211 მატჩში, 96 საგოლე პასი გააკეთა.

ვილანოვას დროს, მესიმ 43 თამაშიდან 16 გოლი შექმნა, თუ მეტ კონკრეტიკას მოვიხმობთ, მაშინ გეტყვით, რომ მესი ყოველ 215 წუთში აკეთებდა ასისტს.

ტატა მარტინოს დროს, როცა რეალურად, მისი ყველაზე ცუდი სეზონი იყო “ბარსელონაში”, მესი, საშუალოდ, ყოველ 233 წუთში აკეთებდა ასისტს.

და ბოლოს, გავიხსენოთ ფრანკ რაიკაარდის დრო. სტატისტიკის თანახმად, მესი “მხოლოდ” ყოველ სამ თამაშში აკეთებდა ასისტს. ეს კი იმის მტკიცებულებაა, რომ რაიკაარდი მესის უფრო გოლების გასატანად იყენებდა და არა “შემქმნელად”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • zura1988
    schedule 29 იან 2017, 19:46

    გენიალური პასების ლომი…. smile

  • ronaldinho2006
    schedule 29 იან 2017, 08:09

    იმდენად მაგარია და იმდენად არაამქვეყნიურ პასებს აკეთებს რო ნეიმარი და სუარესიც კი იბნევიან და ვერ უგებენ შიგადაშიგ:)

  • Bobi
    schedule 28 იან 2017, 22:50

    მეფეთ მეფე

  • KoCheQsa
    schedule 28 იან 2017, 22:43

    ჩვენი მეფე

  • davidusi 2020
    schedule 28 იან 2017, 22:31

    გენიოსია მოკლედ.