რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა ის 18 ფეხბურთელი, რომლებიც “სოსიედადთან” დღეს გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ.
ლა ლიგის გასული ტურის მატჩის დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვების შემდეგ, განაცხადს ხავიერ მასკერანო დაუბრუნდა. სიაში ვერ მოხვდნენ ტრავმირებული ბუსკეტსი, ინიესტა და რაფინია, ასევე ტერ შტეგენი, რომელსაც მწვრთნელი ასვენებს.
“ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება: სილესენი, მასიპი, პიკე, რაკიტიჩი, დენისი, თურანი, სუარესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, ვიდალი, უმტიტი, მატიე.
შეხვედრა ამაღამ, თბილისის დროით 00:15 საათზე გაიმართება. თუ “ბარსამ” არ წააგო, კატალონიელები თასის 1/2-ფინალში გავლენ.



