ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-19 ტურის მატჩში “სევილიამ” “ოსასუნა” მინიმალური ანგარიშით (3:4) დაამარცხა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონამ” პირველი წრე მე-3 ადგილზე დაასრულა.
2004 წლის შემდეგ პირველად, კატალონიური კლუბი მოწინავე ორ გუნდს შორის ვერ მოხვდა.
2003-04 წლების სეზონში “ბლაუგრანამ” პირველი წრე 27 ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა, მაგრამ საბოლოოდ “ლურჯ-ბროწეულისფრებს” მე-2 პოზიცია ერგოთ.
ჯერჯერობით, ლუის ენრიკეს კოლექტივს 38 ქულა აქვს. მე-19 ტურის მატჩს “ბარსელონა” დღეს, “ეიბარის” წინააღმდეგ გამართავს.



