“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში “ეიბართან” გასამართი მატჩისთვის 18-კაციანი განაცხადი დაასახელა.
იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიურ გუნდს ტრავმირებული რაფინია და ინიესტა, ასევე დისკვალიფიცირებული მასკერანო აკლია, განაცხადის გამოცნობა რთული არ ყოფილა. 18-კაციანი სიის მიღმა გუნდის მე-3 მეკარე ჟორდი მასიპიც დარჩა და შემდეგი სახის განაცხადი მივიღეთ:
ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, თურანი, სუარესი, მესი, ნეიმარი, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, ვიდალი, უმტიტი, მატიე.



