ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ “ეიბართან” მატჩისთვის.
ლუის ენრიკეს შეგირდებს “რეალ სოსიედადთან” სათასო მატჩის შემდეგ მოუწევს ლიდერებზე ზეწოლის მოხდენა. მადრიდის “რეალი”, რომელიც პირველ ადგილზეა, შაბათს უმასპინძლებს “მალაგას”, ხოლო კვირას, “სევილია” გასვლაზე “ოსასუნას” ეთამაშება.
კატალონიელები, მიუხედავად იმისა, რომ მესამე ადგილზე არიან, მეორე ადგილზე მყოფ “სევილიას”, 1 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო მადრიდის “რეალს” – 2 ქულით, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ “სამეფო კლუბს” ერთი მატჩი თადარიგში აქვს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო.
“ბარსელონას” დანაკლისი
ტრავმები – კატალონიური კლუბის ოფიციალურმა საიტმა, უკვე დაადასტურა ანდრეს ინიესტას ტრავმა. ლაზარეთში ასევე რჩება რაფინია ალკანტარა, რომელსაც მარჯვენა ფეხის კუნთი დაეჭიმა.
დისკვალიფიკაცია – ხავიერ მასკერანო დისკვალიფიცირებულია. “ლას პალმასთან” გამართულ მატჩში (5-0), მან ლა ლიგის 2016/17 წლების სეზონში უკვე მე-5 გაფრთხილება მიიღო, რაც ავტომატურად დისკვალიფიკაციას ნიშნავს. ის გუნდს “ეიბართან” ვერ დაეხმარება.
სავარაუდო შემადგენლობა
უკვე ცნობილია, რომ ანდრეს ინიესტა ტრავმირებულია, ამავე მიზეზით გუნდს ვერ ეხმარება რაფინია. ამიტომაც, ნახევარდაცვის ცენტრში უნდა ველოდოთ გომეში – რაკიტიჩის დუეტის გამოჩენას.
დაცვის ცენტრში “ბარსას” ხავიერ მასკერანო აკლია. რის გამოც, მის ადგილს, Goal.com-ის ექსპერტების ვარაუდით, სამუელ უმტიტი დაიკავებს.
იხილეთ, “ბარსელონას” სავარაუდო შემადგენლობა ქვემოთ:

“ეიბარის” დოსიე
“ეიბარმა”, უკანასკნელი თამაში “ატლეტიკოსთან” ესპანეთის თასზე 0-3 დათმო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ საკმაოდ წარმატებული სეზონი აქვთ ლა ლიგაში. ამ დროისთვის, მენდილიბარის შეგირდები, მე-9 ადგილს იკავებენ, მათ მოიგეს 7, ფრედ ითამაშეს 5 და წააგეს 6 მატჩი.
“ეიბარი” სახლში საკმაოდ კარგად თამაშობს, მათ ბოლო 9 შეხვედრაში 5 მოიგეს, 2-2 თამაშში კი ფრე და წაგება დაფიქსირდა.
“ეიბარს” დააკლდება მეკარე ასიერ რიესგო, ასევე მცველები – არბილია, ხუნკა, ივან რამისი და ფორვარდი – კიკე გარსია. ყველა მათგანს ტრავმა აქვს.
ფაქტები
“ბარსელონას” “ეიბართან” კარგი სტატისტიკა აქვს: მათ ყველა, 4 თამაში მოიგეს, საშუალოდ, 3 გოლი გაუტანეს მეტოქეს და, ამავდროულად, 3-ჯერ შეინახეს კარი “მშრალად”.
ლა ლიგაში, მესიმ ბოლო 4 თამაშში გაიტანა (5 გოლი), არგენტინელს 2015 წლის მაისიდან მოყოლებული, მსგავსი შედეგი არ ჰქონია.
პაკო ალკასერს “ეიბარის” კარში 5 გოლის აქვს გატანილი. ეს მეტია მესის და რონალდუს მაჩვენებელზე.
“ეიბარის” ესპანელი ფეხბურთელები საკმაოდ შედეგიანები არიან: მათ 21 გოლი გაიტანეს მიმდინარე სეზონში. ეს ერთით ნაკლებია, ვიდრე ამ მხრივ ლიდერის, “ვალენსიას” შედეგი.
დაწყების დრო
შეგახსნებეთ, რომ მატჩი “იპურუაზე”, თბილისის დროით, 23:45 საათზე აიღებს სტარტს.




მსაჯდრიდი !
დგეს რეალმა როო წააგოსს საოცრება იქნებაა 😀 😀
დღეს თუ რეალი ქულებს დაკარგავს ან წააგებს, ჰალას ავიღებ კაიფით….

ვაბშე წააგებდეს მაგრამ სახში თმაშობს მალაგასთან არ დკარგავს ქულებს
davelodot :)))
vidali roberto win, dzaan maiteresebs roberto raketas ,an roberto gomesi-denisis dueti
რობერტოს გაანებეთ თავი, ეგეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ძალიან ცოტაა, ტიპს ყველგან შეუძლია თამაში, რასაც ქვია, მაგრამ ენრიკე აფუჭებს დაცვაში ფლანგზე, აწიოს ნახევარდაცვაში რაკიტიჩის ნაცვლად, როგორი თამაშები წავა ნახავს, და ვიდალი მაგის ადგილას, აი კანფეეტ, 4-0 ზე ბერნაბეუზე მესის ადგილას იყო რობერტო, მაგრამ რა მაგარი თამაში ჩაატარა ვერ ნახეთ !!!
ვიდალი მინდა მარჯვენა მცველად სულელურად იქცევა ენრიქე რობერტო აწიოს ზევიტ და ტუ მარტლა დენისი დაგონესი დააყენა უეჯველი ვაგებტ
dges mgonia ro reali qulebs dakargavs:d
მთლად ამ ინფორმაციას ნუ ენდობით, რადგან ეს უბრალოდ Goal.Com-ის ჟურნალისტების ვარაუდია. არაა გამორიცხული ძირითადში ვიხილოთ დენის სუარესი გომეშის/რაკიტიჩის ნაცვლად. ასევე, ალბას და რობერტოს ნაცვლად შესაბამისად, დინი და ვიდალი.
ai roberto xo ver movishoret bijo 😀