მიგელი: ”გულწრფელად მიხარია ჩავის წარმატება”

მიგელი: ”გულწრფელად მიხარია ჩავის წარმატება”

ესპანური ”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, მიგელ ბერნარდო ბიანკეტიმ, ცნობილმა როგორც მიგელი AS-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გულწრეფელად ბედნიერია ჩავის წარმატების გამო. შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩავი ერნანდესი პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურში, ”ლევანტეს” წინააღმდეგ იასპარეზებს გაუთანაბრდება მიგელს კლუბში ჩატარებული მატჩების რაოდენობით. მიგელი კლუბის რეკორდსმენია 549 ჩატარებული მატჩით.

”მე ძალიან ბედნიერი ვარ ჩავის წარმატების გამო და ამას გულწრფელად ვამბობ. ყველა ადამიანი, რომელიც მე მიცნობს იტყვის, რომ ეგოისტი არასდროს ვყოფილვარ. ”ბარსელონაში” ასპარეზობის დროს 549 მატჩი არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის განცდა, რომელსაც ამ კლუბში განიცდი. 16 სეზონი, რომელიც ”ბარსაში” გავატარე ჩემთვის დიდი პატივი იყო. უნდა ვთქვა, რომ მე არაფერს არ მჩუქნიდნენ და ყველაფერს ჩემით მივაღწიე” – განაცხადა მიგელმა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი