ლეგენდარული არგენტინელი მოთამაშე დიეგო მარადონა მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს, ნეიმარ და სილვას ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია.
“ნეიმარს მესისა და რონალდუს წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია. ის პლანეტის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის ნომინანტთა სიაში უნდა ყოფილიყო. “ბარსელონაში” ბრაზილიელი აკეთებს ისეთ რაღაცებს რითაც ახალგაზრდა მესის მაგონებს.”-ციტირებს მარადონას Barcastuff.



