workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
The Sun: ალვესი და ხორვატი ფეხბურთელები რაკიტიჩს “იუვენტუსში” იწვევენ

The Sun: ალვესი და ხორვატი ფეხბურთელები რაკიტიჩს “იუვენტუსში” იწვევენ

ინგლისური The Sun საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ბრიტანული წყაროს ცნობით, “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, სოციალური ქსელის, Whatsapp-ის საშუალებით, “იუვენტუსის” ფეხბურთელებთან მჭიდრო კავშირშია და ის კარიერის ტურინულ კლუბში გაგრძელებას არ გამორიცხავს.

რაკიტიჩი, ბოლო დროს, “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. ლა ლიგაში ბოლოს მან 3 დეკემბერს, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ითამაშა. გუშინ, ესპანეთის თასზე “ბილბაოსთან” გამართული მატჩი კი, ხორვატმა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო.

ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, 28 წლის ნახევარმცველი ზაფხულში გუნდის გამოცვლას გეგმავს, თუ “ბარსელონას” ლუის ენრიკე არ დატოვებს.

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაკიტიჩი გაწევრიანებულია Whatsapp-ის ჯგუფში სახელწოდებით “Juventus”. ამ ჯგუფში ტურინული კლუბის ხორვატი ფეხბურთელები მარიო მანჯუკიჩი და მარკო პიაჩა, ასევე რაკიტიჩის ყოფილი თანაკლუბელი დანი ალვესი არიან. ისინი, სოციალურ ქსელში, რაკიტიჩს “ბარსელონაში” მის მდგომარეობასთან დაკავშირებით ეხუმრებიან ხოლმე და იტალიაში ეპატიჟებიან. “იუვენტუსის” მიმართ ინტერესს არც რაკიტიჩი მალავს, რომელიც ჯგუფში სურათებსა და ვიდეოებს “ბებერი ქალბატონის” მოგებების შემდეგ დებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward