workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაქსველს სურს, რომ წელი წარმატებული გამოვიდეს

მაქსველს სურს, რომ წელი წარმატებული გამოვიდეს

2011 წელზე დასმულ შეკითხვაზე ბრაზილიელმა გარკვევით უპასუხა. ”ბარსელონას” ფეხბურთელები ყოველ დღე ამტკიცებენ, რომ მათ ტიტულების მოგების დიდი სურვილი აქვთ. აი რა განაცხადა მარცხენა მცველმა: ”ფეხბურთში არ შეიძლება დამშვიდება და მიღწეულზე გაჩერება. უნდა გავაგრძელოთ სრულყოფილება და არ უნდა ვიცხოვროთ წარსულით”.

ყოველი წლის გამოწვევა
ასევე მაქსველმა მომავალი წლის მიზნებზე ისაუბრა. მისი სიტყვებით ყველაზე მთავარი ”ყველა ტურნირზე სადაც კი ”ბარსა” ასპარეზობს წარმატების მიღწევაა, მაგრამ ეს იქნება რთული შესასრულებელი, რასაც კარგი მომზადება სჭირდება”.

დახმარება აფელაის
იბრაჰიმ აფელაი თავის პირველ ვარჯიშებს ატარებს ”ბარსელონას” შემადგენლობაში. მაქსველმა განაცხადა: ”ის ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია. ჩვენ შევეცდებით მის დახმარებას, რათა ადაპტაცია სწრაფად და ადვილად გაიაროს. ის ძალიან სწრაფი და ნიჭიერია. მას მოუწევს ჩვენს სტილთან შეგუება, რაშიც ჩვენ დავეხმარებით”.

დაცვა ”ლევანტეს” წინააღმდეგ
”ლევანტესთან” მატჩში პეპს პუიოლი და პიკე ვერ დაეხმარება. პუიოლს მცირე ტრავმა აწუხებს, ხოლო პიკეს დისკვალიფიკაცია აქვს. მაქსველი თვლის, რომ დანაკარგი დიდია, მაგრამ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მათი შეცვლა შეუძლიათ. ერთ-ერთი ვარიანტი ერიკ აბიდალია: ”ის შესანიშნავი მცველია. შესანიშნავად ირჩევს პოზიციას და კარგად მუშაობს” – ესე დაახასიათა ბრაზილიელმა ფრანგი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში