კატალონიის “ბარსელონამ” გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს კარგი შემცვლელი იპოვა იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი სპეციალისტი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპის ხილვა სურს, რომელიც ამჟამად “ლივერპულის” სათავეში დგას. ალტერნატიულ ვარიანტად ჰოლანდიელი რონალდ კუმანი ითვლება.
იურგენ კლოპის მოქმედმა ხელშეკრულებამ “ლივერპულთან”, რომელიც 2022 წლამდეა ვადაში, შესაძლოა მის კატალონიურ კლუბში ტრანსფერს ხელი შეუშალოს.


