ეგვიპტის ეროვნული ნაკრების არგენტინელმა მწვრთნელმა, ექტორ რაულ კუპერმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს იმსახურებს.
“მესი – გასული წლის საუკეთესო მოთამაშეა. ამაზე მისი თამაში მეტყველებს. ლიონელმა ყველაფერი გააკეთა, რათა “ბარსელონას” ოქროს დუბლი მოეგო.
ტიტულები რონალდუმაც მოიგო, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი თამაში იმდენად კარგი არ ყოფილა, რათა მას წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიეღო. რონალდუ აღნიშნულ ნომინაციაში მხოლოდ მოგებული ტიტულების გამო მოხვდა და არა ნაჩვენები თამაშის.” – განაცხადა, კუპერმა.
შეგახსენებთ, რომ ექტორ კუპერი 2008-2009 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.




შე ამ ღლეს სად წასულა
სრული სიმართლეა.