“პარი სენ-ჟერმენის” განაპირა მცველი სერჟ ორიე “მილანისა” და კატალონიის “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოექცა.
“მილანი” ახალგაზრდა მცველის გაფორმებას ზაფხულში გეგმავს, როცა კლუბი ინვესტორებისგან ტრანსფერისთვის საჭირო თანხას მიიღებს. კატალონიელები კი პსჟ-ს ფეხბურთელის სანაცვლოდ შემოთავაზებას იანვარში გაუკეთებენ.
24 წლის ორიემ მიმდინარე სეზონში ფრანგული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 16 მატჩი ჩაატარა.