გუშინ, ბარსელონაში, “მონჟუიკის” სტადიონზე, იოჰან კრუიფის მიერ გაწვრთნილმა კატალონიის ნაკრებმა ჰონდურასს უმასპინძლა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. მატჩის გმირად კატალონიის ნაკრებისა და “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდმასხმელი, ბოიან კრკიჩი იქცა, რომელმაც ჯერ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი ორჯერ თავად აიღო მეტოქის კარი.
ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ კატალონიელებს სტუმართა წინააღმდეგობის დაძლევა არ გასჭირვებიათ. ანგარიში 26 წუთზე კორომინასმა გახსნა ბოიანის ფლანგური გადაცემის შემდეგ. 49-ე წუთზე, ბოიანის ძალზე კარგ გადაცემას, “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის, სერხიო გარსიას მეკარესთან პირისპირ გასვლა და გოლი მოჰყვა. მე-60 და 70-ე წუთებზე ბოიანი თავად დარჩა ორჯერ მეკარესთან ერთი-ერთზე. ახალგაზრდა თავდამსხმელმა მეტოქე გუნდის კიპერი ორივეჯერ მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
გარდა ბოიანისა, კატალონიის ნაკრებში “ბარსელონადან” ითამაშეს ვიქტორ ვალდესმა, კარლეს პუიოლმა, ბარტრამ, ბუსკეტსმა და ფონტასმა.
ბარსელონა, “მონჟუიკი” 28150
კატალონია: ვალდესი (კასილა 52), დამია, პუიოლი (ბარტრა 64), ვიქტორ რუისი, დე ლა ბელა (დავიდ გარსია 73), ვერდუ, ბუსკეტსი (ფონტასი 73), ხავი მარკესი (სერხიო გონსალესი 64), კორომინასი (სერანო 64), სერხიო გარსია (ალვარო 73), ბოიანი (რაფა ხორდა 80)
ჰონდურასი: კანალესი (მენდოსა 82), აჩევედო, მორალესო, ლევერონი, ავილა (ემილ მარტინესი 46), მარიო მარტინესი (გერერო 46), კლაროსი (ბენგსტონი 78), ნუნიესი (ლოპესი 46), ბონიეკ, ველკომი (დელგადო 78), როხასი (მარვინ ჩავესი 66)
გოლები: 1:0 კორომინასი 26, 2:0 სერხიო გარსია 49, 3:0 ბოიანი 60, 4:0 ბოიანი 70
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
[media=http://www.youtube.com/watch?v=wgpGKgkUI6I]