ლა მასია, სადაც აღიზარდნენ ფეხბურთელები რომლებიც მსოფლიოს აოცებენ. წლევანდელი მათი შედეგი კი საუკეთესოა, ბარსას მიერ გატანილი 131 გოლიდან 93 მათ ანგარიშზე მოდის ანუ გოლების 71% მათი შეგდებულია.
წამყვანი მეგოლე ლეო მესი, რომელმაც ლა ლიაგში 31 გოლი გაიტანა ხოლო საერთო ჯამში 44-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი, არგენტინელის გასაოცარ შედეგს მხარს უბავენ: კარლეს პუიოლი, პედრო როდრიგესი, ჩავი, ბოიანი, პიკე, ინიესტა ბუსკეტსი, ჯეფრენი და ტიაგო.
გასული და წლევანდელი სეზონის აღმოჩენა კი რათქმა უნდა პედროა, რომელმაც შეძლო და ექვსივე ტურნირზე გაიტანა გოლი, ხშირად კი მისი გოლები გადამწყვეტი იყო ხოლმე. მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზეა: 10 გოლი ლა ლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 სამეფო თასზე, 1 ესპანეთის სუპერ თასზე და 2 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე.
მიუხედავად იმის, რომ ფორვარდები არ არიან მაინც აქვთ გატანილი გოლები ამ ლა მასიას აღზრდილი უკანახაზელებს, საუბარია კარლეს პუიოლზე, ხერარდ პიკეზე და სერხი ბუსკეტსზე. პიკემ ამ სეზონზე 4 გოლი გაიტანა 2 ლა ლიაგაში და 2 ლიგაზე( ორივე ინტერის კარში), პუიოლის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია, რომელიც ლა ლიაგაში გაიტანა ტენერიფეს წინააღმდეგ, ბუსკეტსმა კი ერთადერთი გოლი მსოფლიო საკლუბო ჩემპინატზე ატლანტას გაუტანა.
ჯეფრენი და ტიაგო, რომლებიც თავისი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ გუნდში, საერთო ჯამში 3 გოლი გაიტანეს. (2 ჯეფრენმა და 1 ტიაგომ)
შარშანდელთან შედარებით ლა მასიას აღზრდილებმა წელს გააუმჯობესეს თავისი შედეგი. შარშან მათ ანგარიშზე 70 გოლი მოდიოიდა რაც 44%-ს უდრიდა.