მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლოპესი: “ტრიოს განეიტრალებას შევეცდებით”

ლოპესი: “ტრიოს განეიტრალებას შევეცდებით”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მეკარემ, დიეგო ლოპესმა, რომელიც ამჟამად “ესპანიოლის” ღირსებას იცავს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურის მატჩის თაობაზე ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა. 18 დეკემბერს “კამპ ნოუზე” კატალონიური დერბი გაიმართება. კიპერი მიიჩნევს, რომ სტუმარ გუნდს წარმატებით გამოსვლა შეუძლია.

“ეს დაპირისპირება იმ მატჩებს მიეკუთვნება, რომლებზეც ყველაზე მეტად ამახვილებენ ყურადღებას. შესანიშნავი თამაშის დემონსტრირებისა და მეტოქის ცხოვრების გართულების შანსი გვაქვს. რა თქმა უნდა, “ბარსელონას” შემტევი ტრიო თითქმის შეუჩერებელია, მაგრამ ჩვენ მათ განეიტრალებას შევეცდებით.” – ციტირებს ლოპესის სიტყვებს გამოცემა AS.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში