ახლო წარსულში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვის ცსკა-ს მცველი, მარიო ფერნანდესი კატალონიის “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოხვდა.
ფეხბურთელის აგენტმა, ჟორჟე მაშადუმ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ არის თუ არა “ბარსელონა” მარიოთი დაინტერესებული.
“კონკრეტულად “ბარსელონაზე” საუბარი არ მსურს. მარიოთი რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული.
გასაგებია თქვენი ინტერესი. ამჟამად კომენტარის გაკეთება ნაადრევი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ თქვენ სწორ გზაზე დგახართ.” – განაცხადა მაშადუმ.


