workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰოლანდიელის ზამთარში გადმობარგება კარგის მომასწავლებელია

ჰოლანდიელის ზამთარში გადმობარგება კარგის მომასწავლებელია

მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის წინ იბრაჰიმ აფელაი ოფიციალურად გახდა ბარსელონას ფეხბურთელი. იგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა “ბლაუგრანაში”. შეიძლება ითქვას, რომ ჰოლანდიელებისათვის ზამთრში “ბარსელონაში” გადაბარგება ერთგვარად იღბლიანია.

განსაკუთრებით ყვაოდნენ ჰოლანდიელები ბარსელონაში ლუის ვან გაალის მწვრთნელობის დროს, იმ დროს “ბარსელონაში” ძალიან ბევრი ჰოლანდიელი მოღვაწეობდა წარმატებით. ისტორია გვიჩვენებს, რომ ზამთარში გადაბარგებული ჰოლანდიელი წარმატებული იყო. ამის ნათელი მაგალითია ედგარ დავიდსი, რომელიც ნამდვილი ბურჯი იყო გუნდისა, ერთგვარი კატალიზატორი.

აფელაის აქვს ყველაფერი იმის პირობა, რომ “ბარსაში” წარმატებით იასპარეზოს, მას აქვს მთავარი რაც “ბარსელონასთვის” უმთავრესია, იგი უპირველეს ყოვლისა გუნდური მოთამაშეა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward