ესპანეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა შედგა “ბარსელონასა” და “ატლეტიკს” შორის. ეს მატჩი ფრედ (0 – 0) დასრულლდა. მატჩის შემდგომ დანი ალვესმა განაცხადა: ” მოდევნო შეხვედრას ჩვენ “სან მამეზე” გავმართავთ , სადაც თამაში და წარმატების მიღწევა ძალზედ რთული იქნება. მაგრამ ჩვენ ასეთ გამოწვევებს ყოველთვის სათანადოდ ვხვდებით და მჯერა, რომ “ატლეტიკის” დამარცხებას და მომდევნო ეტაპზე გასვლას შევძლებთ “.
“ბილბაოსთან” ფრემ (0-0) ხელი შეუშალა “ბარსას” 10-მატჩიან მოგებების სერიას. რომელიც 7 ნოემბერს “ხეტაფეს” (1-3) დაამარცხებით დაიწყო. მაგრამ დანი ალვესი ამაზე არ სწუხს: “ზოგჯერ ესეც უნდა მოხდეს. ჩვენ “ბილბაოსთან” მხოლოდ გოლის გატანა ვერ შევძელით, რაც ბევრს არაფერს არ ცვლის. მაგრამ ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო, რადგან ჩვენ ყოველთვის მობილიზაცია გვმართებს. ჩვენი მოწინააღმდეგე ამ მატჩს კარგად მომზადებული და ორგანიზებული შეხვდა, რამაც მათთვის შედეგი გამოიღო”.
ესპანეთის თასის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩი “ბარსასა” და “ბილბაოს ატლეტიკს” შორის 5 იანვარს “San Mames”-ეს მოედანზე გაიმართება .


