Rakuten-მა “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაფორმება კატალონიელთა მცველის, ხერარდ პიკეს ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა. ამის შესახებ “ბლაუგრანას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ისაუბრა.
“პიკე და შაკირა ჰიროსი მიკიტანის ახლო ნაცნობები არიან. 2015 წლის ზაფხულში, ჩვენი ამერიკული ტუნრეს დროს პიკე შეხვედრის ორგანიზებაში დამეხმარა.
იქ გავიცანით ჩვენ მიკიტანი, ის დაუჯერებელი ადამიანი აღმოჩნდა. პიკე “ბარსელონას” ძალიან დაეხმარა. კლუბი მისი მადლიერია.” – განაცხადა ბართომეუმ.