workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გულშემატკივრების გამოხმაურება პიკეს მოედანზე გამოჩენაზე

გულშემატკივრების გამოხმაურება პიკეს მოედანზე გამოჩენაზე

“რეალთან” 1-0 მოგებულ შეხვედრაში ლაზარეთიდან დაბრუნებული ჟერარ პიკე მოედანზე 62-ე წუთზე, ერიკ გარსიას ნაცვლად გამოჩნდა.

ვეტერანმა მცველმა “ინტერ მაიამისთან” მატჩში (6-0) მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, რადგან დისკომფორტმა კვლავ შეაწუხა. საბოლოოდ, მან ექიმებისგან თამაშის ნებართვა “ელ კლასიკოს” წინ მიიღო და მოედანზე თითქმის ნახევარი საათი დაჰყო.

თუ ჟიულ კუნდეს “ბარსაში” ტრანსფერი შედგა, ეს სეზონი პიკესთვის რთული იქნება, რადგან მას სასტარტო შემადგენლობაში თავისი ადგილისთვის დიდი ბრძოლა მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს, “ელიჯენტ სთედიუმზე” მადრიდის “რეალის” ქომაგებისგან სტვენა “დაიმსახურა”, ჟერარი, როგორც ყოველთვის, თავდაჯერებული ჩანდა. მოედანზე შესვლისთანავე, როცა პიკე ბურთს ეხებოდა, ფანები ტრიბუნებიდან სტვენას იწყებდნენ და “შაკირა, შაკირა”-ს ყვიროდნენ.

მაგრამ, საინტერესო ისაა, რომ მას, არა მხოლოდ მადრიდისტები, არამედ, “ბარსას” გულშემატკივრებიც უსტვენდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ პიკეს პირად ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას და შაკირასაც დაშორდა. კოლუმბიელი მომღერალი აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მარტივად მისახვედრია, ტრიბუნებზე დღეს არსებული მდგომარეობა რამ გამოიწვია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 24 ივლ 2022, 15:45
    #5

    აი მოვა კუნდე და გამოჩნდება, რა როგორ. ჩავიმ გარკვევით თქვა არა აქვს მნიშვნელობა ვის რა სტატუსი აქვს გუნდშიო, ვინც უკეთეს ფორმაში იქნება მოედანზეც ის გამოვაო. ვინმეს ეეჭვება რო თუ არ იქნება ფორმაში ჩავი რო დასვავს?

  • shu1987
    schedule 24 ივლ 2022, 15:34
    #4

    პიკეს პირადი მკიდია როგორც ფეხბურთელი მოედანზე ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე ბარსას ლეგენდაა ტიპი არაუხომდე ფაქტიურად მარტო იდგა დაცვაში დაფასებაა ელემენტალურად საჭირო უდიდესია როგორც მცველი .

  • Don_Andresito
    schedule 24 ივლ 2022, 10:47
    #3

    მგონი მორჩა ამისი ამბავი. არადა თამაშით ტრავმა თუ არა თამაშობს კიდევ მარა წელსვეც რო წავიდეს არაფერი დაგვაკლდება თუ კუნდე ვითრიეთ

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 ივლ 2022, 10:22
    #2

    პიკე არსად არ ევასებათ😂😂, რა სტადიონზეც არ უნდა მიიღოს ბურთი ყველგან უსტვენენ 😂😂

  • GÍØ
    schedule 24 ივლ 2022, 10:08
    #1

    შაკირა შაკირა კაი იყო 😆😆😆😂😂😂😂