მეორე B დივიზიონის მესამე ჯგუფში კატალონიის “ბარსელონას” სარეზერვო გუნდი და “ბადალონა” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სტადიონ “მინიესტადიზე”. ხერარდ ლოპესის შეგირდებმა მარცხი განიცადეს (1:3), რითაც მათი 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
“ბარსა ბ”: სუარესი, პალენსია, მოისესი, ფალი (ხემი, 72′), მარლონი, მარტინესი (პერეა, 46′), ნილი (კარბონელი, 36′), გუმბაუ, დანი რომერა, მარკ კარდონა და ალფარო.
გოლები:
ივან ახუდო, 0:1 (34′)
მოჰა, 0:2 (39′)
ტონი ლაო, 0:3 (57′)
რომერა, 1:3 (86′)
არბიტრი: ვიქტორ პერეს პერასა.
სხვა ინფორმაცია: “მინიესტადიზე” გამართულ მატჩს 1928 ადამიანი დაესწრო. “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი სერხი სამპერი, რომელიც არენდის წესით “გრანადას” ღირსებას იცავს, ტრიბუნაზე იმყოფებოდა.
ბარსელონა ბ დაკომპლექტებულია 19, 20, 21, 22, 23 წლის ფეხბურთელებით. ორადორია შედარებით გამოცდილი ალფარო და პერეა :)) თუ გინდა გადაამოწმე. ხო კიდევ 3-4 ფეხბურთელია 18 წლის…
რაც არ უნდა ძლიერი აკადემია იყოს, მაინც რთულია ეთამაშოს 18 წლის ბავშვი 25-35 წლის კაცებს. გამოცდილი ფეხბურთელი ხშირად გამარჯვებული გამოდის, თუნდაც იმ პატარ-პატარა ორთაბრძოლების დროს.