რატომ უყვართ “ბარსელონას” ვარსკვალვებს ხორხე სამპაოლი?

რატომ უყვართ “ბარსელონას” ვარსკვალვებს ხორხე სამპაოლი?

“ბარსელონას” რამდენიმე სამხრეთ ამერიკელმა ვარსკვლავმა, “სევილიას” მთავარი მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის მიმართ, უჩვეულო სითბო და სიყვარული გამოხატა. ეს ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო თამაშის შემდეგ მოხდა.

სამპაოლი, ლა ლიგაში პირველი საშინაო წაგების შემდეგ, ბუნებრივია, ძალიან იმედგაცრუებული იყო. საფინალო სასტვენის შემდეგ მას სიტყვა არავისთვის უთქვამს, ისე გაეშურა გასახდელისკენ. თუმცა, არგენტინელთან მისი თანამემამულე ხავიერ მასკერანო მივიდა, რომელიც სამპაოლის გადაეხვია. იგივე გააკეთა ნეიმარმაც. მალევე, უკვე გვირაბში მყოფ სამპაოლის ის ფეხბურთელი შეხვდა ღიმილით, რომელმაც მის გუნდს 3 ქულა აართვა – არგენტინელ მწვრთნელს ლიონელ მესიც თბილად შეხვდა.

რა არის მიზეზი, რის გამოც “ბარსელონას” ვარსკვლავებს სამპაოლი ასე უყვართ? Sport-ის ჟურნალისტების ვერსიით, ამის მიზეზი არგენტინელი სპეციალისტის გუნდების მიერ ნაჩვენები თამაშია, რომელიც “ბარსელონაში” პეპ გვარდიოლას, როგორც მწვრთნელის, მუშაობის პერიოდს გვახსენებს. ინტენსიური თამაში, პრესინგი, შემტევი ფეხბურთი, პოზიციების ცვლა, ტაქტიკური რისკები… სწორედ ასეთი თამაშის გამო გადავიდა ნეიმარი “ბარსელონაში”, სწორედ ამ ღირებულებების გამო არის მესი ის, ვინც არის და სწორედ ამ ფილოსოფიამ მისცა ხავიერ მასკერანოს ინგლისური ფეხბურთის მოვლის შემდეგ თავიდან დაბადების საშუალება.

სამპაოლის თითმქის ყველა თვისება აქვს, რომელთა გამოც ის შეიძლება ლუის ენრიკეს შემცვლელად მოვიაზროთ, თუ ასტურიელმა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც “ბარსელონაში” მის მიწვევას ხელს უშლის, არის ის, რომ არგენტინელი კატალონიურ კლუბს შიგნიდან არ იცნობს, როგორც, მაგალითად, ჩავი ერნანდესი. და “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს ნაწილის აზრით, ეს სერიოზული პრობლემაა.

თუმცა, არის კი ეს არგუმენტი გადამწყვეტი? უნდა უთხრან თუ არა სამპაოლის ამის გამო უარი, თუ “ბარსელონას” სტილს ის უფრო ერგება, ვიდრე ლუის ენრიკე? ან ფილიპ კოკუ? ან ჯოვანი ვან ბრონხორსტი? ან რონალდ კუმანი? ან ერნესტო ვალვერდე? ხშირად გინახავთ “ბარსელონას” ვარსკვლავები ისე თბილად ხვდებოდნენ მეტოქე გუნდის მწვრთნელს, როგორც ეს სამპაოლის შემთხვევაში ხდება?

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია