workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მზადება 2010 წლის სეზონის ბოლო მატჩისათვის

მზადება 2010 წლის სეზონის ბოლო მატჩისათვის

როგორც უკვე იცით “ბარსა” სამშაბათს “ბილბაოს ატლეტიკს” დაუპირისპირდება ესპანეთის თასის 1/8 ფინალში. ამ სეზონში “ბარსა” და “ბილბაოს ატლეტი” ერთხელ უკვე შეხვდნენ, სადაც “ბლაუგრანამ” 1:3 იმარჯვა მეტოქეზე. ამ მატჩში სამივე გოლი ნახევარმცველებმა: ჩავიმ, კეიტამ და ბუსკეტსმა გაიტანეს.

დღეს გამართულ ვაჯიშზე ბარსას ყველა ფეხბურთელმა ივარჯიშა, გარდა ლეო მესისა. მესიმ ცალკე, სპორტულ დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. გაბრიელ მილიტო და ხეფრენ სუარესი ვარჯიშს დაუბრუნდნენ და ძირითადი გუნდის 16 ფეხბურთელთან ერთად ივარჯიშეს. არგენტინელმა მცველმა მხოლოდ მსუბუქ ვარჯიშებში მიიღო მონაწილეობა. იგი თანდათან თავის ძველ ფორმას უბუნდება. ხეფრენი კი ცალკე ინდივიდუალურ მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობდა. აქვე შეგახსენებთ, რომ მილიტომ 10 ნოემბერს “სეუტასთან” გამართულ მატჩში მიიღო ტრავმა, ხოლო ხეფრენი 7 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში, “რუბინთან” დაშავდა. 

კვირას ძირითად გუნდთან ერთად “ბარსა ბ”-ს 8 ფეხბურთელმა ივარჯიშა. დღეს იმ 8 ფეხბურთელიდან მხოლოდ ტაიაგო ალკანტარამ ივარჯიშა პირველ გუნდთან ერთად.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward