მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ხორხე ვალდანომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
“მესის შეზღუდვები ფსიქოლოგიურ ასპექტთან არის დაკავშირებული და არა ფიზიკურ ფორმასთან. ის კარიერას მაშინ დაასრულებს, როცა საჭიროდ ჩათვლის. მაშინაც კი, როცა ლეო მოედანზე დადის, მას შეუძლია მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონიოს.
მისი პარტნიორები 11-12 კილომეტრს დარბიან, ლეო დაახლოებით – შვიდს. მესის მეტი არ ჭირდება, რომ ჰეთ-ტრიკი გაიფორმოს და ნეიმარს საგოლე გადაცემა გაუკეთოს.” – განაცხადა ვალდანომ.