workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი: “ინიესტა და გვარდიოლა საუკეთესონი არიან”

ვალდესი: “ინიესტა და გვარდიოლა საუკეთესონი არიან”

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა გაგვიზიარა თავისი მოსაზრება, თუ ვის უნდა გადაეცეს წელს “ოქროს ბურთის” ჯილდო. ესპანეთის ნაკრების კარიბჭის სათადარიგო მცველმა განაცხადა, რომ არც ერთი ფეხბურთელი არ იმსახურებდა ამ ჯილდოს გარდა ამ სამი მოთამაშისა, რომლებიც ფინალში არიან გასული. როგორც იცით, მსოფლიოს საუკეთესო ტიტულის კანდიდატები “ბარსელონას” ფეხბურთელები არიან: ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ლეო მესი.

“ძალიან ძნელია ამ სამიდან გამოარჩიო რომელიმე, რადგან სამივესათვის ამ ჯილდოს გადაცემა არ შეიძლება, მაშინ მე უპირატესობას ჩემს ძმას, ანდრეს ინიესტას მივანიჭებდი და ხმასაც მას მივცემდი. რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელს, ჩემი აზრით, საუკეთესო პეპ გვარდიოლაა. ის არის ძალიან ყურადღებიანი და მისი დამსახურებაა ჩვენი წარმატებები” – განაცხადა ვიქტორ ვალდესმა “Marca”-სთან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში