გთავაზობთ გუშინდელ შეხვედრაში დაფიქსირებულ საინტერესო ციფრებს:
მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე ჰეთ-თრიკი შეასრულა. “მანჩესტერ სითისთან” ერთად მანდ სამჯერ შემდეგი გუნდების კარების აღება მოახერხა: “არსენალი”, “ვიქტორია პლზენი”, “ბაიერ ლევერკუზენი”, “აიაქსი”, “აპოელი”, “”სელტიკი .
აღნიშნული ჰეთ-თრიკი მესისთვის ზედიზედ მეორე იყო. ის გახდა მეორე ფეხბურთელი ლუის ადრიანოს შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ზედიზედ შეძლო 3 გოლის გატანა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა “გლადბახის” წინააღმდეგ თამაში გამოტოვა.
“C” ჯგიფს 9 ქულით “ბარსელონა” ლიდერობს. კიდევ ერთი ქულა კი იმის გარანტი იქნება, რომ კატალონიური კლუბი შემდეგ ეტაპზე გავა.
მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მან საკუთარ მოედანზე 50 გოლი გაიტანა (ჩემპიონთა ლიგაზე) და რაულის რეკორდი გააუმჯობესა.
გუშინ გამართული შეხვედრა მესისთვის ახალი გამოცდილება იყო. მან ერთ შეხვედრაში ორ სხვადასხვა მეკარეს გაუტანა გოლი.
ლეო მესიმ კლაუდიო ბრავოს მეცხრე გოლი გაუტანა.
“კამპ ნოუზე” კატალონიელებმა ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება იზეიმეს.
“სითი” და “ბარსელონა” ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ. ჯამში კატალონიელებმა “ქალაქელების” კარში 11 გოლის გატანა მოახრეხეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ 2 მიიღეს.
“სითის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ნეიმარისთვის “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებული 150-ე მატჩი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია უმტიტის თამაშიც. მან მოედანზე 90 წუთი დაჰყო და 63 წარმატებული გადაცემა მიითვალა.
ჟერემი მატიე გახდა “ბარსელონას” მეორე ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მოედნიდან გააძევეს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც აქამდე წითელი ბარათი მიიღო გახლდათ სერხი (1997 წელს).