workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესიმ CIHEFE-ს რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა

ლიონელ მესიმ CIHEFE-ს რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა

ესპანეთის ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის კვლევითმა ცენტრმა (CIHEFE), დაასახელა პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელები 1928 წლიდან დღემდე.

ფეხბურთელთა შეფასების მრავალ კრიტერიუმთა შორის, გამოირჩევა შემდეგი წესები.

1. თითოეულ გატანილ გოლზე ფეხბურთელს ემატება 1 ქულა

2. გარკვეული ფეხბურთელის მოედანზე ყოფნისას, თუ მისმა გუნდმა გოლი გაუშვა, დაგროვებულ ქულათა საერთო რიცხვს აკლდება 0.4

3. თითოეულ გაძევებაზე დაგროვებულ ქულათა საერთო რიცხვს აკლდება 1.5

რეიტინგის სათავეში ესპანეთის სამეფო კლუბის, მადრიდის “რეალის” ექს-თავდამსხმელი რაულ გონსალესი მოექცა, რომელმაც ჯამში 528 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილი კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ სესარ როდრიგესმა დაიკავა (524), სამეულის ბოლო წევრი კი ტელმო სარა გახდა, ბილბაოს “ატლეტიკიდან” (493).

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა (490), მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მის უშუალო კონკურენტს, კრიშტიანუ რონალდუს 23-ე პოზიციით მოუწია დაკმაყოფილება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • LUKA-BARCA 10
    schedule 09 ოქტ 2016, 15:44
    #4

    smile smile smile მიდი მესსი

  • Suarez 999
    schedule 09 ოქტ 2016, 14:34
    #3

    რაც ბარსას გოლები აქვს გაშვებული კი დააკლდებოდა ბლომად ქულები

  • L I O N E L MESSI
    schedule 09 ოქტ 2016, 12:35
    #2

    ლეო ყველას გადაასწრებს

  • Lionel Messi – Pure Magic
    schedule 09 ოქტ 2016, 11:08
    #1

    არ მესმის რატომ უნდა იყოს ტელმო სარა მესიზე წინ, როცა ის თამაშობდა სამკუთხედის ფორმის ბურთით, თამაშგარის გარეშე, მესი და რონალდო ამ ნიჭით იმ დროში რომ მოხვედრილიყო ერთი 15 ათას გოლს გაიტანდნენ კარიერაში… უაზრობაა