workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დუკი: “ნეიმარმა მეტოქის პატივისცემა უნდა ისწავლოს”

დუკი: “ნეიმარმა მეტოქის პატივისცემა უნდა ისწავლოს”

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლივია დამანგრეველი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა. გუნდის ლიდერმა, ნეიმარ და სილვამ მოედანი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა. ეს ორთაბრძოლის შემდეგ მიღებულმა სახის დაზიანებამ გამოიწვია. იასმანი დუკმა განაცხადა, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელმა მეტოქის პატივისცემა უნდა ისწავლოს.

“ნიუ-იორკ კოსმოსის” თავდამსხმელის მოტყუებისას, ნეიმარს იდაყვი მოხვდა სახეში, რის გამოც მოედანი სისხლიანმა დატოვა.

“ფეხბურთი სპორტის კონტაქტური სახეობაა. მას მერე რაც ნეიმარის მოძრაობა გავშიფრე, ბურთის წართმევა ვცადე.

მას ბურთის ჩემს ფეხებს შორის გაძვრენა უნდოდა, მე კი ხელით შევეხე.

იმისათვის, რომ ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, მან მოედანზე “თვით-რეკლამირება” უნდა შეწყვიტოს და მეტოქე დააფასოს. მესმის, რომ არ უნდა დამერტყა, მაგრამ ეს განგებ არ გამიკეთებია, სამწუხაროა, რომ ტრავმა მიიღო.” – განუცხადა ჟურნალისტებს დუკმა.

ნეიმარი ყვითელ ბარათთა დაუშვებელი რაოდენობის გამო ვენესუელასთან მატჩს გამოტოვებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward