ხერარდ პიკე ნელ-ნელა “ბარსელონას” ცენტრალურ მცველებს შორის ყველაზე მეტი გოლს აგროვებს. “ბალაიდოსზე” შესრულებული დუბლი, მისი პირველი დუბლია კარიერაში და უკვე ზედიზედ ორი მატჩია გოლი გააქვს, თანაც მაშინ, როცა გუნდი ქულას კარგავს. ერთ შემთხვევაში (“გლადბახთან”) ამან შედეგი გამოიღო და მისმა გოლმა კატალონიელებს 3 ქულა მოუტანა. “სელტასთან” კი პიკეს გოლები თავის მხრივ ტერ შტეგენმა “გააბათილა”.
ზედიზედ ცხრა სეზონია, მას შემდეგ, რაც 2008-09 წლების სეზონში პიკემ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური მოირგო, ესპანელ მცველს მინიმუმ 1 გოლი მაინც გააქვს. ალბათ ყველასთვის ცხადია, თუ რამდენად კარგია გუნდში ისეთი ფეხბურთელის ყოლა, რომელიც დაცვაშიც კარგად გამოიყურება და გოლებსაც იტანს. მითუმეტეს, რომ მისი ბევრი გოლი ყოფილა “მიონხენგლადბახთან” გატანილი გოლის მსგავსი – მნიშვნელოვან მატჩებში, მნიშვნელოვან ჩემპიონატებში, მნიშვნელოვანი ქულების მომტანი. 21 გოლი ლა ლიგაში, 9 ჩემპიონთა ლიგაზე და 5 ესპანეთის თასზე – ასეთია პიკეს შედეგი. პიკე მეორე სართულზე ორთაბრძოლის და მოგიერიებული ბურთის დამატების “ექსპერტია”, ჯამში გატანილი 35 გოლიდან, 14 თავით, 17 მარჯვენა ფეხით, ხოლო 4 მარცხენა ფეხით გაიტანა.
“ბალაიდოსზე” შესრულებულმა დუბლმა, კარგად აჩვენა პიკე, როგორც მუდმივად მებრძოლი და ამბიციური ფეხბურთელი, რომელიც კლუბის ისტორიაში მცველების მიერ გატანილი გოლების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს, მას მხოლოდ კუმანი (90) და ალეშანკო (42) უსწრებენ.
მაგარი გვყავს პიკე
კუმანი პენლებსაც ურტყამდა და ჯარიმებსაც 26 მარტი ჯარიმა აქ გატანილი ეგეთი ზაშიტნიკი ისვიათია დღევანდელობაში მისი მარჯვენა რარაც სასწაული იყო ბურთი წერტილზე ჯდებოდა სადაც დაუმიზნებდა. პიკე თავით ოსტატია ნამდვილი დაცვაში ის ყველა ბურთს იგერიებს რაც პირველია <3
კუმანი რა საოცარი იყო. ერთ დღესაც მოვა ბარსელონას მწვრთნელად