მოგეხსენებათ, რომ ახლოვდება სანაკრებო პაუზა, რომელიც სტარტს 3 ოქტომბერს აიღებს და ამავე თვის 14 რიცხვში დასრულდება.
ახლა კი გადავხედოთ “ბარსელონას” ფეხბურთელთა სიას, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
ხერარდ პიკე, სერხი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი და ანდრეს ინიესტა ალბანეთთან და იტალიასთან გასამართ მატჩებში ესპანეთის ნაკრებს დაეხმარებიან.
ჟერემი მატიე და ლუკა დინი საფრანგეთის ნაკრების განაცხადში მოხვდნენ, თუმცა დიდიე დეშამმა მოგვიანებით მატიე ამოაგდო. ფრანგები ბულგარეთისა და ჰოლანდიის გუნდებს დაუპირისპირდებიან.
ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ბოლივიისა და ვენესეულას ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან მოუწევს თამაში.
ანდრე გომეში ანდორასა და ფარერის კუნძულებთან მატჩებში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაეხმარება.
ლუის სუარესის ურუგვაი სამხრეთ ამერიკაში ვენესუელასა და კოლუმბიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ხავიერ მასკერანოს არგენტინის ნაკრებში ლეო მესის გარეშე მოუწევს თამაში, “ალბისელესტე” პერუსა და პარაგვაის შეერკინება.