workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ვიქტორინის მე-10 გათამაშების შედეგები

Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ვიქტორინის მე-10 გათამაშების შედეგები

Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-10 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.

წინა ორშაბათს, ჩვენ საიტზე დაიდო ვიქტორინის კითხვები. სულ 10 კითხვა, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული ჰქონდა ქულა. აქედან ერთი, 9-ქულიანი კითხვა, დაშვებული ფაქტობრივი შეცდომის გამო მოიხსნა.

დარჩენილ ცხრავე კითხვას სწორი პასუხი მხოლოდ ორმა ადამიანმა გასცა. ვიქტორინის წესების თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა იმ მომხმარებელს ენიჭება, რომელმაც პასუხები ყველაზე ადრე გამოგზავნა. ეს იყო მომხმარებელი ნიკით Hovik, რომელსაც გამარჯვებას ვულოცავთ. მას Fanz.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, “ბარსელონას” მაისური გადაეცემა.

 

სწორი პასუხები დასმულ კითხვებზე:

1. რომელი კლუბიდან გადმოვიდა “ბარსელონაში” ივან რაკიტიჩი? – სევილია

2. რომელი ნომრით თამაშობდა ჰენრიკ ლარსონი “ბარსელონაში” – 7

3. ვინ იყო ფრანკ რაიკარდის ასისტენტი “ბარსელონაში” მუშაობის პირველ წლებში? – ჰენკ ტენ კატე

4. რამდენი ტიტული მოიგო “ბარსელონამ” 1998/99 წლების სეზონში? – 1

5. რომელმა გუნდმა გამოაგდო “ბარსელონა” უეფას თასის 2003/04 წლების გათამაშებიდან? – სელტიკი

6. რამდენი ტიტული მოიგო რივალდომ “ბარსელონასთან” ერთად? – 4

7. რომელ წელს შედგა რამონ გუზმანის დებიუტი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე? – 1941

8. რამდენი ოფიციალური მატჩი ჩაატარა “ბარსელონამ” 2010/11 წლების სეზონში? – 62

9. რამდენი მატჩი დასჭირდა ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგაზე 71 გოლის გასატანად და რაულ გონსალელის რეკორდის დასამხობად? – 91 (კითხვა მოიხსნა)

10. რა ორასოიანი მეტსახელი ჰქონდა “ბარსელონას” ყოფილ მწვრთნელს, ელენიო ერერას? – HH

 

საუკეთესო ათეული დაგროვილი ქულების მიხედვით:

Hovik – 46

cosanostra – 46

Lucho – 44

Barca_MNS – 40

Dimitrijincharadze – 38

alen halilovic – 38

Writer – 38

gogla – 38

mirooo – 28

Dinho – 28

 

ვიქტორინის მე-11 ტურის კითხვები საიტზე დაიდება ორშაბათს, 3 ოქტომბერს, ზუსტად 12:00 საათზე.

 

 

რატომ Fanz.ge?

აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.

დაინტერესდი?

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • LUKA-BARCA 10
    schedule 03 ოქტ 2016, 11:56
    #7

    ხუთ წუთში იწყება

  • LUKA-BARCA 10
    schedule 30 სექ 2016, 15:12
    #6

    mec minda maisuri

  • Barca_MNS
    schedule 28 სექ 2016, 23:44
    #5

    ეგ კითხვა კი იყო არასწორად დასმული მაგრამ დანარჩენ 9 ში აშკარად ყველა სწორი მქონდა (მოგებაზე არ ვამბობ ალბათ ყველზე ბოლოს მე გავაგზავნე პასუხები ;დდდ ) ჰოვიკ გილოცავ…

  • dato29dato
    schedule 28 სექ 2016, 10:52
    #4

    სწორად მოიხსნა. კითხვა იყო რეკორდის დამხობაზე, 71 გოლი კი რეკორდის გამეორებაა და არა დამხობა.

  • cosanostra
    schedule 27 სექ 2016, 22:27
    #3

    მესიმ 90-ე მატჩში გაიტანა 71-ე გოლი. უეფას საიტზე უკეთესი წყარო იცით რამე? http://www.uefa.com/uefachampionsleague/news/newsid=2176520.html

    ათივე კითხვას მე გავეცი პასუხი რეალურად 😉

    რატომ მოიხსნა კითხვა მიზეზი გააგებინეთ თქვენს მომხმარებლებს :)))) მე რომ არა ხომ შეცვლიდით ბარსელონას და მესის სტატისტიკას :)))

  • Hovik
    schedule 27 სექ 2016, 21:42
    #2

    ციტატა: KoCheQsa
    ერთი ვერ მოვიგე რაა ფუიი. გილოცავ ჰოვიკ იმედია მეც შემოგიერთდები


    მადლობა, მოგებას გისურვებ მომავალ ვიქტორინებში. wink

    ციტატა: Penaldo
    საღოო ჰბოვიიკ


    მადლობა. smile

  • KoCheQsa
    schedule 27 სექ 2016, 19:59
    #1

    ერთი ვერ მოვიგე რაა ფუიი. გილოცავ ჰოვიკ იმედია მეც შემოგიერთდები