workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”ყატარი უსაფრთხო ქვეყანაა”

გვარდიოლა: ”ყატარი უსაფრთხო ქვეყანაა”

”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა ”Qatar Foundation”-თან მიღწეული შეთანხმების შესახებ.

”ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ”Qatar Foundation”-თან დაგვეხმარება იმაში, რომ კლუბში ეკონომიკური სიტუაცია გამოვასწოროთ. მე ორი წელი გავატარე ყატარში. არასამართლიანობა არსებობს ყველგან, არამარტო ამ ქვეყანაში. ეს იმაზე მეტად თავისუფალი სახელმწიფოა, ვიდრე ხალხი ფიქრობს. რაც შეეხება ქალებსა და მამაკაცებს შორის არათანასწორუფლებიანობას ეს ხომ მათი რელიგიის კანონებია” – გვარდიოლას კომენტარს ესპანური გამოცემა ”marca” ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფონდ ”Qatar Foundation”-თან გაფორმდა 5 წლიანი ხელშეკრულება. ეს ფირმა იქნება ”ბარსელონას” სატიტულო სპონსორი. ”ბარსელონა” ყოველწლიურად მიიღებს 33 მილიონ ევროს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward