ჩავიმ ჩემპიონთა ლიგაზე “შტუტგარტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა. ეს არის ტალანტის და სტაბილურობის დამსახურება. “შტუტგარტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ჩავიმ გააუმჯობესა რეკორდი, რომელიც დამყარებულ იქნა 1988 წლის 16 მარტს, როდესაც მიგელმა ბოლო მატჩი ითამაშა ევროტურნირებზე “ბარსელონას” მაისურით.
ჩავიმ მიგელის მიერ დამყარებული საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა, ითამაშა რა “ბარსელონას” მაისურით თავისი 86-ე თამაში ევროტურნირებზე, მათ შორის 70 ჩემპიონთა ლიგაზე.
მას შემდეგ, რაც ჩავიმ 1998 წელს ესპანეთის სუპერთასზე “მალიორკას” წინააღმდეგ კლუბში თავისი სადებიუტო შეხვედრა ითამაშა, “ბარსელონას” ყველა მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ იგი კლუბის შეუცვლელი წევრი არის.
ბევრმა ფეხბურთელმა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში “ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, ვერ შესძლო იმის მიღწევა, რასაც ჩავიმ მიაღწია. ესენი არიან პეპ გვარდიოლა (72 მატჩი), სუბისარეტა და სერხი ბარხუანი (69), კოკუ (65), რექსაჩი (63), ამორი და კლუივერტი (61), ლუის ენრიკე (60).
ასეა თუ ისე 2007 წლის 2 ოქტომბერს ახალი რეკორდი დამყარდა. ჩავიმ მოედანზე ჩვეული პოზიცია დაიკავა და ჩვეულად მაღალ დონეზე ახერხებდა დაცვისა და თავდასხმის ერთმანეთთან დაკავშირებას. ჩავიმ კი შემდეგი განაცხადა: “ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გუნდმა ამ თამაშში სამი ქულის მოპოვება შესძლო”.
ჩავიმ თამაშის შემდეგ “SPORT”-ს ინტერვიუ მისცა და შემდეგი განაცხადა:
“ჩემთვის დიდი პატივია კლუბთან ერთად ესეთ მაღალ დონეზე ამდენი მატჩის გამართვა. ჩემი ოცნება არის “ბარსელონაში” კვლავ თამაში. ეს არის ის, რაც მე ბედნიერს მხდის. გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთაფერთი გზა არის სტაბილური თამაში. აქ ყოველი შეცდომა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს, აქ წარსულ დამსახურებებს მნიშვნელობა არ ენიჭება”.
წყარო: www.barcamania.ru