“ბარსელონა”-“ალავესი” 1:2 – საინტერესო ფაქტები

“ბარსელონა”-“ალავესი” 1:2 – საინტერესო ფაქტები

ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მთავარი სენსაცია ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის, კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ კედლებში მარცხია. ლუის ენრიკეს გუნდმა “ალავესთან” წააგო. ამ მატჩში რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

– 1980/81 წლების სეზონის შემდეგ პირველად, “ბარსელონამ” ლა ლიგის პირველ ორ საშინაო შეხვედრაში 4 გოლი გაუშვა;

– ლუის სუარესმა “ბარსელონას” მაისურით მე-100 თამაში ჩაატარა;

– ლიონელ მესიმ პროფესიონალურ კარიერაში 650-ე თამაში ჩაატარა;

– 21-ე საუკუნეში პირველად, “ბარსელონამ”, ლა ლიგის პირველ სამ შეხვედრაში, 4 გოლი გაუშვა;

– 2012/13 წლების სეზონის შემდეგ პირველად, “ბარსელონა” 2 ან მეტი გოლი “კამპ ნოუზე” გამართულ ზედიზედ ორ შეხვედრაში გაუშვა;

– სერხიო ბუსკეტსმა ლა ლიგაში 250-ე თამაში ჩაატარა;

– 2011/12 წლების სეზონის შემდეგ პირველად, “ბარსელონამ” ლა ლიგის პირველი 3 თამაშის მოგება ვერ მოახერხა;

– 2012 წლის ოქტომბერში “რეალთან” გამართული მატჩის შემდეგ პირველად მოხდა, რომ “ბარსელონამ”, საშინაო შეხვედრაში, მეტოქის კარში ზუსტი დარტყმა მხოლოდ 2-ჯერ განახორციელა;

– ხავიერ მასკერანომ, ლა ლიგაში, 173-ე თამაში ჩაატარა და მან გოლი კვლავ ვერ გაიტანა. ამ მაჩვენებლით, ის მიხაელ რაიციგერს გაუთანაბრდა;

– კიკო ფემენიამ პრიმერაში ახლად აღზევებული გუნდის მაისურით “კამპ ნოუზე” 2-ჯერ ითამაშა და ორივეჯერ მოიგო (2010 წელს “ერკულესთან”, ხოლო 2016 წელს “ალავესთან” ერთად);

– “ალავესმა” “კამპ ნოუზე” ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველად ეს 2000 წელს მოხდა (1:0).

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward