workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლუბი მაისურზე რეკლამის განთავსებას გეგმავს

კლუბი მაისურზე რეკლამის განთავსებას გეგმავს

”ბარსელონას” მარკეტინგული განყოფილების სამსახური შემოსავლების გაზრდას მაისურზე რეკლამის განთავსებით გეგმავს.

ეს საკითხი ახალი ძალებით გამოიწვევს ძველი დავების განახლებას. მარკეტინგული სამსახურის განცხადებით მათ შეიმუშავეს ისეთი გეგმა, რომლის მიხედვითაც კლუბი ყოველწლიურად 25 მილიონი ევროს მოგებას ნახავს.

ეხლა განიხილება რეკლამის განთავსების სამი ვარიანტი:

1) მოიძებნოს ახალი სპონსორი, რის შემდეგ მისი სახელი განთავსდება მაისურის წინა მხარეს. ამ შემთხვევაში შემოსავალი 25 მილიონი ევრო იქნება, რაც 2-3 მილიონით აღემატება ისეთი კლუბების შემოსავალს, როგორიცაა მადრიდის ”რეალი”.

2) სპონსორის სახელი დაიწერება მაისურის უკანა მხარეს, ფეხბურთელების ნომრების ქვემოთ. შემოსავალი 12 მილიონი ევრო.

3) რეკლამა განთავსდება ფეხბურთელების შორტებზე. შემოსავალი იქნება 6-იდან 12 მილიონ ევრომდე.

შეთანხმება იუნისეფთან
ამჟამად ”unicef”-მა იცის კლუბის განზრახვა. კლუბის ხელმძღვანელობა არ ცდილობს შეამციროს სოციალური მნიშვნელობა მაისურზე ამ ლოგოს განთავსების გამო. განიხილება ასევე ”unicef”-ის ლოგოს მაისურის სამკლავურზე გადატანა, ამ შემთხვევაში ”unicef”-ის ადგილს მაისურზე სპონსორის ლოგო დაიკავებს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward