workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დინი: “ბარსელონა” – ეს ფეხბურთია”

დინი: “ბარსელონა” – ეს ფეხბურთია”

“ბარსელონას” ახალწვეულმა, ფრანგმა მარცხენა მცველმა, ლუკა დინმა, კატალონიურ Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც 23 წლის ფეხბურთელი საკმაოდ თავდაჯერებული ჩანდა და ამბიციების ნაკლებობას არ უჩიოდა.

– როგორ გრძნობთ თავს კლუბში გატარებული პირველი რამდენიმე კვირის შემდეგ?

– ძალიან კარგად ვარ. მთელი გუნდის გამო მოხარული ვარ. აქ მოსვლის პირველივე დღიდან, მთელი კლუბი ზრუნავს, რომ კარგად ვიყო. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.

– გაგაკვირვათ ასეთმა თბილმა დახვედრამ ისეთ კლუბში, როგორიც “ბარსელონაა”?

– თანაგუნდელებმა და სამწვრთნელო შტაბმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ცხოვრება გამიადვილდეს.

– ყველაზე მეტად ვინ დაგეხმარათ?

– ყველა! მესი, სუარესი, ტერ შტეგენი, პიკე, მატიე, რომელიც ფრანგულად ლაპარაკობს. ყველა ძალიან მეგობრულია.

– რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს დაუახლოვდით?

– კი. დენის სუარესი ჩემი მეზობელია.

– 2013 წელს, თურქეთში, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, მის წინააღმდეგ ითამაშე. გახსოვს ესპანეთთან გამართული ეს დაპირისპირება?

– კი. უმტიტისთან ერთად, მე ესპანეთის წინააღმდეგ ვითამაშე და პირველ ეტაპზე, დავმარცხდით. თუმცა, საბოლოოდ, ჩემპიონები გავხდით. იმ დროს ვიხსენებთ და მსოფლიოს თასზე ვსაუბრობთ. ძალიან კარგი გამოცდლება იყო.

– რას გვეტყვით ლუის ენრიკეზე?

– მან ამიხსნა, როგორ თამაშობს “ბარსელონა” და რა უნდა გავაკეთო მე. როდესაც ახალ კლუბში გადადიხარ, მნიშვნელოვანია იცოდე, თუ რა გევალება.

– “ბარსელონაში” განაპირა მცველობა სხვა კლუბებში თამაშისგან განსხვავდება?

– აქ, უფრო მეტი უნდა შეუტიო და ბურთის დასაბრუნებლად აქტიურ პრესინგს მიმართო. ეს თამაშის განსხვავებული სტილია.

– ისე ჩანს, თითქოს უფრო ცენტრალური ნახევარმცველი ხართ, ვიდრე მცველი…

– არა, არა. მე მცველი ვარ. როდესაც მეტოქე გიტევს, მნიშვნელოვანია, რომ დაცვის ხაზში 4 ფეხბურთელი იყოს. როდესაც ბურთს ვფლობთ, განსხვავებული სიტუაციაა. მუმდივად უნდა ვიმოძრავოთ.

– რას აკეთებთ, როდესაც შეტევაში გადადიხართ და ბურთს ვერ აწვდით, რადგან საჯარიმოში თქვენი გუნდის თავდამსხმელი არაა?

– ასეთ დროს ბურთი უნდა შეინარჩუნო და თავისუფალი სივრცე მოძებნო. ეს მნიშვნელოვანია. ასე ცდილობს “ბარსელონა” გოლის გატანას.

– გამიკვირდა, როდესაც ვნახე, რომ დაცვაში ასეთი აგრესიული ხართ. ასეთი არ ჩანდით.

– მცველი აგრესიული უნდა იყოს. ყველა მცველმა ასე უნდა ითამაშოს.

– აგრესიული თამაში იტალიაში ისწავლეთ?

– “რომაში” ბევრი რამ ვისწავლე. იტალიის ჩემპიონატი, საფრანგეთის პირველობისგან, ტაქტიკურად განსხვავდება. იტალიაში, ტაქტიკის დამუშავებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რაც ძალიან გეხმარება.

– “ბარსელონათი” ბავშვობიდანვე იყავით დაინტერესებული?

– “ბარსელონა” ფეხბურთისთვის მისაბაძი მაგალითია. დაწყებული “ლა მასიადან”, მთლიანი კლუბი, სათამაშო სტილი… “ბარსა” ეს ფეხბურთია.

– სიმართლეა, რომ მამათქვენი ოცნებობდა “ბარსელონას” მაისურით ენახეთ?

– როდესაც პატარა ვიყავი, მშობლებს გავეხუმრე და ვუთხარი, რომ როდესაც გავიზრდებოდი, “კამპ ნოუზე” ვითამაშებდი. მათ მიპასუხეს: “ვნახოთ, ვნახოთ…” ეს ყველა ჩვენგანისთვის ახდენილი ოცნებაა. 23 წლის ფეხბურთელისთვის ეს დაუჯერებელი რამაა.

– რომელი ფეხბურთელია თქვენთვის მისაბაძი?

– ზიდანი ჩემი კუმირი იყო, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს მსოფლიოში საუკეთესო ლეო მესია.

– და თქვენს პოზიციაზე?

– რობერტო კარლოს მომწონდა. ის ძალიან კარგი იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ასევე მომწონს ფილიპ ლამი, რომელსაც მოედნის ცენტრში და დაცვაში თამაში შეუძლია.

– როგორც ჩანს, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ხართ. სახლში ბევრ ვიდეოს უყურებთ და აანალიზებთ?

– დიახ. გასულ წელს, იტალიაში, ბევრი რამ ვისწავლე. ვიდეოების ყურება და ასე სწავლა საინტერესოა.

– მომავალში, საკუთარ თავს მწვრთნელად ხედავთ?

– დიახ. ფეხბურთის ყურება და სწავლა მიყვარს.

– როგორ წარმოგიდგენიათ ხორდი ალბასთან კონკურენცია?

– ხორდი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ყველაზე მთავარი კი გუნდია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენგანმა მაქსიმუმი გაიღოს და გუნდი ასე უფრო გაძლიერდება.

– ხართ იმდენად ამბიციური, რომ მისი ადგილი დაიკავოთ?

– ვიმეორებ – ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია და მის წარმატებაში წვლილი ყველა ჩვენგანმა უნდა შეიტანოს.

– როდესაც გასულ სეზონში “ბარსელონას” ეთამაშეთ, ის მატჩი “რომასთვის” კატასტროფით დასრულდა… როგორია “ბარსელონა”, როგორც მეტოქე?

– “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში ამ გუნდში თამაშისგან ძალიან განსხვავდება. კატალონიელებთან გამკლავება ძალიან რთულია, განსაკუთრებით “კამპ ნოუზე”. შენ ბურთი ძალიან იშვიათად გაქვს და როდესაც ეს ხდება, მეტოქე ფეხბურთელები გახრჩობენ და არაფრის გაკეთების საშუალებას არ გაძლევენ.

– თქვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა?

– “ბარსელონა” მსოფლიოში უდიდესი კლუბია. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

– პსჟ-ში თამაშის დროს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლებელი ჩანდა…

– ეს ძალიან რთული ტურნირია. მსოფლიოში ყველაზე რთული. ამჟამად, მხოლოდ “ბარსელონაზე” ვარ კონცენტრირებული. შესანიშნავი გუნდი გვყავს და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

– იბრაჰიმოვიჩის თანაგუნდელი იყავით. რამდენად ახლო ურთიერთობა გქონდათ მასთან?

– ის დიდი დეხბურთელია, რომელიც, ახლა, “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს. ის სახასიათო ადამიანი, მაგრამ კარგი, მშვიდი პიროვნებაა. პსჟ-ს გასახდელში, მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward