გთავაზობთ კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს პრესკონფერენციას “ბილბაოსთან” მატჩამდე.
როგორ შეუძლია იმ თავდამსხმელს, რომლის კლუბში გადმოსვლასაც ელოდებით, კლუბში განვითარება?
– “მემგონი რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, რომ ახლანდელი გუნდიც კი ძალიან კარგ ფორმაშია და კარგადაა დაკომპლექტებული. თუ გაინტერესებთ როგორ განვითარდება ეს თავდამსხმელი, მაშინ ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ის აუცილებლად განვითარდება. მიუხედავად ამისა, მე ახლანდელ გუნდთანაც არანაირი პრობლემა არ მაქვს.”
როგორც უკვე ცნობილია, სამპერი “გრანადაში” გადავიდა იჯარის წესით, რას ფიქრობთ, სარგებლიანი იქნება თუ არა მუნირის მიერ იგივეს გაკეთება და “სელტაში” გადასვლა ან ალკასერის “ბარსელონაში” გადმოსვლა, ხოლო მუნირის იჯარის წესით “ვალენსიაში” გამწესება?
– “ამაზე არაფრის თქმა არ შემიძლია, სანამ ყველაფერი ოფიციალური არ გახდება. მუნირს, რა თქმა უნდა, აქვს ეჭვი, რომ ვერ მოახერხებს მთავარ გუნდში სათამაშო დროის მიღებას. თუ მას პირველი დივიზიონის ფეხბურთის თამაში უნდა, მაშინ კარგი იქნება. თუ იჯარით სადმე გადავა. მაგრამ ამაზეც გარანტირებულად ვერ ვილაპარაკებ, რადგან ყველაფერი ფეხბურთელზე და მის სიტუაციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, სერჟი რობერტო კლუბში დარჩა და მოახერხა პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება, ამიტომაც თუ მუნირი სადმე წავიდა და შევამჩნიეთ, რომ ის მაღალ დონეზე თამაშობს, მაშინ მისთვის “კამპ ნოუს” კარი ყოველთვის ღია იქნება. რაც შეეხება სამპერს, ის ისეთ გუნდში გადავიდა, რომლის მწვრთნელიც კარგ ფეხბურთს ათამაშებს კლუბს და იმედი მაქვს, სამპერი საკუთარი ძალების გამოვლენას კარგად მოახერხებს.”
რას ფიქრობთ ალეიშ ვიდალზე?
– “მე ჩემი მოთამაშეებისგან ყოველთვის საუკეთესოს მოველი. მთავარ გუნდში 20 მოთამაშე გვჭირდება, ამიტომაც რაც უფრო მეტი მსოფლიო დონის ფეხბურთელი იქნება კლუბში, მით უკეთესია. ჩვენ ბევრ ტურნირში გვიწევს მონაწილეობა, ამიტომაც იმედი მაქვს ის ამ ტურნირებზე საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას მოახერხებს.”
არის ლუის ენრიკე მეკარეთა ცვილებებით კმაყოფილი?
– “სანამ ტრანსფერი არ განხორციელდებოდა და ყველაფერი არ გაოფიციალურდებოდა, იქამდე ბრავოსთვის სიტყვაც არ მითქვამს, რადგან ეს ჩემი აზრით არაპროფესიონალური იქნებოდა. ბრავოს რამდენიმე დღე მოცდა მოუწია, რის შემდეგაც ყველაფერი კარგად წავიდა და ყველაფერი კარგად დამთავრდა. ის განსაკუთრებული ადამიანი და ფეხბურთელია, რომელმაც ჩვენთან ერთად ბევრის მიღწევას შეძლო. რაც შეეხება ახლანდელ მეკარეებს, ისინი შესანიშნავად შეეწყვნენ ერთმანეთს, სამივე მათგანის ურთიერთობა ყველასთვის სამაგალითოა, რაც გუნდს დიდად ეხმარება. “ბარსელონაში” მთავარი გუნდური ჯილდოებია, მართალია პირადი ტიტულებიც აუცილებელია, თუმცა აქ ყველა, გუნდურ ჯილდოს ანიჭებს უპირატესობას. ასევე აქამდე არანაირი შელაპარაკება არ ყოფილა ჩვენს მეკარეებს შორის და როგორც უკვე გითხარით, მათი ურთიერთობა სამაგალითო იყო, არის და მჯერა, რომ იქნება.”
სამპერისა და დუგლასის იჯარის წესით გაშვებაზე ვისაუბროთ. რატომ იხდით დუგლასის ხელფასს და თუ ასეა, მაშინ რატომ არ აკეთებთ იგივეს სამპერის შემთხვევაში?
– “ყველაფერი მოლაპარაკებებზე, სიტუაციაზე და გუნდებზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, დიდად მნიშცნელოვანი არაა ის, რომ დუგლასის ხელფასს ვიხდით. ამაზე გავლენა სათამაშო დროსაც აქვს. ანუ რა დრო გინდა, რომ შენმა მოთამაშემ მიიღოს. ვფიქრობ, რომ “სპორტინგმა” საკმაოდ კარგი გუნდი ჩამოაყალიბა და იმედი მაქვს, ისინი კარგად იასპარეზებენ.”
ტრანსფერების გამო, ახლა გუნდში 22 მოთამაშე გყავთ და მათგან 3 მეკარეა. შესაძლებელია თუ არა კლუბში დარჩენილი ადგილები, ბ გუნდის მოთამაშეებმა შეავსონ?
– “როგორც გითხარით, მე ყოველთვის მიყვარს მოთამაშეებისთვის შანსის მიცემა. ბ გუნდი შესანიშნავი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, რომლების ანალიზსაც მუდმივად ვახდენთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ფეხბურთელი იქნება პირველ გუნდში, ამაზე არაა დამოკიდებული ახალგაზრდა ფეხბურთელების გუნდში აყვანა. იმედი მაქვს, ვიპოვით ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც მართლაც შეძლებენ მთავარ გუნდში ადგილის დამკვიდრებას.”
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა უკვე გაიართა და “ბარსელონას” ბედმა ისევ უმტყუნა. გელით წინ რთული 3 თვე?
– “ჩემპიონთა ლიგა ისეთი ტურნირი არაა, რომელიც აჩვენებს იმას, თუ როგორ თამაშობდა გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში. ამას ჩემი აზრით ლა ლიგა უფრო აჩვენებს. ჩემპიონთა ლიგის მოგებას ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, თუმცა ის მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც, შესაძლოა, ბევრის კლუბისთვის უცხო აღმოჩნდეს. განსაკუთრებით მიხარია “მანჩესტერ სიტისთან” მოხვედრა, რადგან გვარდიოლა და ბრავო შეძლებენ კატალონიაში დაბრუნებას და ფანებთან დამშვიდობებას. სანამ წილისყრა იქნებოდა, იქამდე ვიცოდით, რომ კარგ ჯგუფში მოვხვდებოდით და ასე მოხდა კიდევაც. ჩვენ ასევე “სელტიკთან” მოგვიწევს თამაში, რომელთანაც ასპარეზობის ბედნიერება ზაფხულშიც გვქონდა, ამიტომაც ჩვენ მათთან თამაშითაც საკმაოდ გახარებულები ვართ.”
გამოიყენებთ თუ არა იგივე ფორმულას და ტერ შტეგენსა და სილესენს ათამაშებთ თუ არა ისე, როგორც ამას ადრე აკეთებთ ბრავოსა და ტერ შტეგენის დროს?
– “ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ეს მე, მოთამაშე რომ ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ ვისწავლე. ახლა მწვრთნელის წოდება მაქვს გუნდის შემადგენლობას ყოველ კვირას ვაკომპლექტებ იმ მოთამაშეებით, რომლებიც ჩემი აზრით კარგად თამაშობენ და რომლებიც ფორმაში არიან შესულები. ამიტომაც არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია.”
თურანი წინა სეზონში, უმეტესწილად ნახევარმცველის როლს ითავსებდა, ახლა ის შეტევაში დააყენეთ და ის ბევრად უკეთესად გამოიყურება. ამას ამბობს სტატისტიკა. რას ფიქრობთ, არის თურანი ისეთი ფეხბურთელი, რომლის ადგილიც შეტევაშია?
– “არდა ჩემთვის საერთოდ არ შეცვლილა, ის ისეთივე მაღალი დონის ფეხბურთელია, როგორიც წინა სეზონში იყო. ძალიან მიყვარს თურანის მსგავსი ფეხბურთელები, რადგან ისინი გუნდს მრავალ გზას და ვარიანტს აძლევენ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. მე მყავს ნახევარმცველები კლუბში, რომლებსაც თავდამსხმელადაც შეუძლიათ თამაში, ეს კი მოწინააღმდეგეს აბნევს და მოგების საშუალებას გაძლევს. თურანი, ჩემი აზრით, დადებით მხრივ ვითარდება.”
რობერტო კარლოსმა წილისყრის დროს ხელი მართლაც უცნაურად გაამოძრავა მაშინ, როდესაც ბურთს ხსნიდა. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
– “მე წილისყრას არ ვუყურებდი, რადგან ამაზე დროის დაკარგვა არ მჭირდება. გამაჩნია საკუთარი Twitter-ის გვერდი, რომელზედაც ყველაფრის ნახვა შემიძლია და რომელზედაც მარტივად ვხედავ, თუ ვის შეხვდით და რომელ ჯგუფში მოვხვდით. ამიტომაც რა ნახეთ ეს ნამდვილად არ ვიცი.”
განიხილავთ თუ არა დინის სხვა პოზიციაზე თამაშს გარდა მარცხენა მცველისა?
– “დინი ბუნებრივად მარცხენა მცველია. ჩვენ გუნდში თითოეულ პოზიციაზე ორი მოთამაშე გვყავს და თუ სეზონის განმავლობაში საჭიროება გახდა დინის პოზიციის შეცვლა, მაშინ მე უკან არ დავიხევ და ყველაფერს ვცდი. მაინც მგონია, რომ მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელისთვის უფრო მარტივია მარცხენა ფლანგზე გადასვლა, ვიდრე პირიქით, მაგრამ თუ, როგორც გითხარით, საჭიროება გახდა და დავინახავ, რომ დინი სხვაზე უკეთესად ითამაშებს კონკრეტულ პოზიციაზე, მაშინ მას სხვა ადგილას ნამდვილად გამოვცდი.”
“ბარსელონა” ყოველთვის არის ისეთი გუნდი, რომელიც საკუთარი კლასით, ყველას ჯაბნის და ცდილობს სხვა დაბალი დონის გუნდად გამოაჩინოს. ამ წნეხის ფაქტორის გამოყენებას გეგმავთ “ბილბაოს” წინააღმდეგ?
– “მომწონს, თუ ასე ჩანს ხოლმე “ბარსელონა” მოწინააღმდეგესთან ერთად. შესაძლოა ეს ბუნებრივად გამოვიყენოთ, თუმცა როგორც ვნახეთ წინა სეზონის ესპანეთის სუპერთასზე, ამ წნეხის მიუხედავად, “ბილბაომ” ჩვენი დამარცხება შეძლო. მუდმივად ვცდილობთ მოწინააღმდეგეს საქმე გავურთულოთ და ბურთი დაცვაში სხვას არ ვაჩუქოთ. იგივეს აკეთებენ სხვა კლუბებიც, ამიტომაც გარანტირებულად ვერ გეტყვით ეს ფაქტორი იმუშავებს თუ არა.”
როგორ თამაშს მოელით “ბილბაოსგან”?
– “ბილბაო” ისეთი გუნდია, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა მისი პრესინგით. სწორედ ამას მოველი მათგან და თუ ასე არ მოხდა, მაშინ ეს ჩემთვის დიდი სურპრიზი იქნება. მათ ჰყავთ ადურისი და რაულ გარსია, რომლებიც ჰაერში ბურთზე კარგად თამაშობენ, ამიტომაც მგონია ისინი შეეცდებიან გრძელი ჩაწოდებებით გაგვირღვიონ დაცვა და გოლი ასე გაგვიტანონ. “ბილბაოს” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიყვარს, რადგან ეს გუნდი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.”
არის თუ არა “სან მამესი” ერთ-ერთი ყველაზე რთული მოედანი საასპარეზოდ?
– “სან მამესს” ყველაზე მეტად ინგლისურ სტადიონს ამსგავსებენ. ჩემი აზრით, ყველა ესპანურ სტადიონზე ერთი გარემოა და “ბილბაოსს” საშიანო მოედანიც მგონი არაფრით განსხვავდება. სირთულე ამ მოედანზე თამაშისას არის დამოკიდებული მოწინააღმდეგეზე, რომელიც ვიცით, რომ დანებებას არ გეგმავს და ბოლომდე იბრძოლებს, ამიტომაც დიახ, ამ შემთხვევაში მარტივი გასერინება არ გველის.”
რისი მოტანა შეუძლია ალკასერს “ბარსელონასთვის”?
– “კარგი შეკითხვაა, თუმცა მასზე იგივე პასუხს გაგცემთ, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი. მე მხოლოდ იმ მოთამაშეებზე ვსაუბრობ, რომლებიც კატალონიის “ბარსელონას” წევრები არიან, რადგან მგონია, რომ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც კლუბის წევრები არ არიან, ბევრი სალაპარაკო არაფერია.”
შეგახსენებთ, რომ “ბილბაოს” წინააღმდეგ მატჩს კატალონიის “ბარსელონა”, 28 აგვისტოსს, თბილისის დროით 22 საათსა და 15 წუთზე გამართავს.