ესპანური “ხიხონის” მთავარი მწვრთნელი, “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი აბელარდო მისი გუნდის ახალწვეულზე, კატალონიური გუნდიდან არენდით აყვანილ დუგლასზე საუბრობს, რომელიც, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, ხიხონელთა მე-12 დანამატია.
“ის “ბარსელონადან” მოვიდა, მანამდე კი, “სან პაულუში” თამაშობდა. ორივე ეს დიდი კლუბია. დუგლასი ძალიან კარგი და მრავალმხრივი ფეხბურთელია.” – განაცხდა აბელარდომ.
ძნელი სათქმელია, სად ნახა აბელარდომ დუგლასის თამაში, რის შემდეგაც მან ამ ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტა.