ესპანეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ ეროვნული გუნდის განაცხადი პირველად დაასახელა და მასში “ბარსელონას” 4 ფეხბურთელი შეიყვანა. პირველ და ხუთ სექტემბერს, ბელგიისა და ლიხტენშტაინის წინააღმდეგ, ხერარდ პიკე, სერჟი რობერტო, ხორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი ითამაშებენ.
ესპანეთის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერი), პეპე რეინა (ნაპოლი), ადრიან სან მიგელი (ვესტ ჰემი);
მცველები: მარკ ბარტრა (დორტმუნდი), ხორდი ალბა (ბარსელონა), ხერარდ პიკე (ბარსელონა), სეზარ ასპილიკუეტა (ჩელსი), სერხიო რამოსი (რეალი), დანი კარვახალი (რეალი), სერჟი რობერტო (ბარსელონა), ხავი მარტინესი (ბაიერნი);
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), დავიდ სილვა (სიტი), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), საულ ნიგესი (ატლეტიკო), კოკე (ატლეტიკო), ხუან მატა (მანჩესტერი), მარკო ასენსიო (რეალი);
თავდამსხმელები: ალვარო მორატა (რეალი), ლუკას ვასკესი (რეალი), ნოლიტო (სიტი), პაკო ალკასერი (ვალენსია), დიეგო კოსტა (ჩელსი), ვიტოლო (სევილია).