workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “ნეიმარმა დასვენების გახანგრძლივება დაიმსახურა”

პიკე: “ნეიმარმა დასვენების გახანგრძლივება დაიმსახურა”

როგორც კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე იუწყება, მისმა თანაგუნდელმა, ნეიმარ ჟუნიორმა, დასვენება დაიმსახურა.

“ნეიმარმა დასვენება დაიმსახურა და მას, მის მიერ მოპოვებული დასვენება დამსახურებლად გაუხანგრძლივეს. ოლიმპიურ თამაშებზე მან აჩვენა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ნეიმარმა გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, რითაც ბრაზილიისთვის ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა. ამით მან, როგორც გითხარით, დაიმსახურა არდადეგების გახანგრძლივება.”

“მისთვის მარტივი არ ყოფილა ბრაზილიის მაისურით თამაში, რადგან მას საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ უწევდა ასპარეზობა. ნეიმარმა საკმაოდ რთული ოლიმპიადა ჩაატარა და ჩემი აზრით, მისი დასვენების გახანგრძლივება საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იყო.” – განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა საკუთარი არდადეგები სექტემბრის დასაწყისამდე გაიხანგრძლივა, რის გამოც “ბილბაოს” წინააღმდეგ მატჩს ის გამოტოვებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward