workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკემ “ბარსელონას” მოთამაშეებს სიურპრიზი გაუკეთა

ლუის ენრიკემ “ბარსელონას” მოთამაშეებს სიურპრიზი გაუკეთა

როგორც ვიცით, კატალონიის “ბარსელონამ” შაბათს, ლა ლიგის პირველივე ტურში “რეალ ბეტისი” გაანადგურა, ანგარიშით 6:2.

სწორედ ამ მიზეზის გამო, კვირის ვარჯიშის შემდეგ, ლუის ენრიკემ საკუთარ მოთამაშეებს სიურპრიზი გაუკეთა და 2-დღიანი დასვენება გამოუწერა.

ამიტომაც მოთამაშეები სავარჯიშო მოედანზე ხვალ კი არა, ოთხშაბათამდე არ დაბრუნდებიან, რაც მათ დაკარგული ძალების მოკრებაში დაეხმარებათ.

“მე სრულყოფილი გუნდის თამაში დავინახე “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი მოთამაშეები 2-დღიანი დასვენებით დავაჯილდოვო. იმედია ფეხბურთელები უფრო დიდი მოტივაციით დაბრუნდებიან.” – განაცხადა ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის “ბარსელონა”, ლა ლიგაში შემდეგ მატჩს, 28 აგვისტოს, “ატლეტიკ ბილბაოს” წინააღმდეგ გამართავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward