workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზენდენი: “ეს იყო ნამდვილი კლასიკა”

ზენდენი: “ეს იყო ნამდვილი კლასიკა”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ბუდევეინ  ზენდენმა თავისი აზრი გამოთქვა გასული “ელ კლასიკოს” შესახებ, რომელშიც “ბარსამ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

“ეს იყო ნამდვილი კლასიკა “ბარსელონას” შესრულებით. წლევანდელი “ელ კლასიკო” იყო ფანტასტიური, რომელიც ლოგიკური ანგარიშით დამთავრდა. ჯერ კიდევ თამაშის წინ, გვარდიოლა აცხადებდა, რომ ამ მატჩის შედეგს ვერავინ ვერ გამოიცნობდა და მართლაც 5:0-ს დარწმუნებული ვარ, არც ერთი გულშემატკივარი არ მოელოდა. ეს იყო დიდი მატჩი იმათთვის, ვინც “ბარსას” ნამდვილი გულშემატკივარია. ჩემთვის, “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელისათვის, დიდი პატივია ის, რომ ასეთ შესანიშნავ კლუბში ვთამაშობდი.

ზენდენმა “ბარსელონაში” სამი სეზონი ითამაშა. 1998 წლიდან 2001 წლამდე. ის ასპარეზობდა ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან: რივალდო, ლუის ენრიკე, ლუიშ ფიგუ. ასევე ისეთ ფეხბურთელებთანაც რომლებიც ამჟამადაც თამაშობენ “ბარსაში”-ჩავი და პუიოლი. “ბლაუგრანას” შემდეგ მან გამოიცვალა შემდეგი ევროპული კლუბები: “ჩელსი”, “ლივერპული” და “მარსელი”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward