ბრაზილიის ოლიმპიურმა ნაკრებმა, რომლის რიგებშიც ნეიმარი და რაფინია ალკანტარა თამაშობენ, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები წარუმატებლად დაიწყო. მასპინძლებმა სამხრეთ აფრიკასთან უგოლოდ ითამაშეს.
თამაში ბრაზილიელთა დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ნეიმარმა და მისმა თანაგუნდელებმა 59-ე წუთის შემდეგ 10 კაცით მოთამაშე მეტოქის კარში გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
ნეიმარმა სრულად ითამაშა, რაფინია კი, რომელმაც ტრავმა ცოტა ხნის წინ მოირჩინა, მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა.
უგოლოდ დასრულდა ჯგუფის მეორე თამაშიც, რომელშიც ერთმანეთს ერაყი და დანია დაუპირისპირდნენ.
ბრაზილია მომდევნო თამაშს 8 აგვისტოს, თბილისის დროით დილის 5 საათზე, ერაყთან გამართავს.
აუ რა კამანდები იჩითება 😀
ეს ოლიმპიური საგზურები როგორ ირჩევა ოლიმპიადაზე? ეს ერაყი საიდან მოხვდა ვერ გავიგე .ამიხსნით ამ შერჩევის წესებს ვინც იცით ?
იმიტომ რომ ბრაზილილები ჩლუნგები არიან
Aფრიკას რანაირადვერ მოუგეს თანაც 10 კაციანს 🙂